თამაშგარე

11:01 | 28.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსის ქალები

ამაია სალამანკა, ბელინ ლოპესი, ელისაბეტ რეიესი... ლამაზ ასულთა ეს ჩამონათვალი მხოლოდ მცირე და ჩვენთვის ცნობილი ნაწილია იმ გოგონებისა, რომელთაცც მადრიდის ”რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის, სერხიო რამოსის საწოლში უკოტრიალიათ.
ამჟამად სერხიო რამოსი ოფიციალურად ამაია სალამანკას ხვდება, თუმცა რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტებმა ელისაბეტ რეიესთან ერთადაც დააფიქსირეს და დღემდე დიდი გაურკვევლობაა, ბოლოსდაბოლოს, ოფიციალურად ვინ არის სერხიო რამოსის საყვარელი...
სხვათა შორის, სერხიო რამოსის დაუწყობელი და ფერადი პირადი ცხოვრების წესი ნაკლად ვერ ჩაითვლება. როგორც ერთ-ერთი ესპანური ჟურნალის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, ესპანელ გოგონათა დიდი ნაწილი ცნობილ ფეხბურთელთაგან სწორედ სერხიო რამოსს ეტრფიან. ალბათ ყველამ კარგად იცის, რომ სხვა ცოლიანი და საყვარლების ერთგული ფეხბურთელებისაგან განსხვავებით, სერხიო რამოსის გულის მონადირება ბევრად უფრო ადვილია.
 

0.163802