ფეხბურთი

15:01 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი ყვითელს გაასაჩივრებს

მადრიდის “რეალის” მცველი სერხიო რამოსი, “გრანადასთან” 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ, მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა.

თამაშის დასრულების შემდეგ, 27 წლის მოთამაშემ ხესუს ხილი Marca-სთან საუბარში გააკრიტიკა. რამოსი უკმაყოფილო იყო მსაჯის იმ გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, მან ნიომის წინააღმდეგ წესების დარღვევისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. ეს, სერხიოს მერვე გაფრთხილებაა მიმდინარე სეზონში.

“მსაჯმა დაიჯერა მისი ვარდნა, თუმცა მას საერთოდ არ შევხებივარ. ამ ეპიზოდზე ბევრს არ ვიუსბრებ, თუმცა მწამს, ამ ყვითელ ბარათს გააუქმებენ”, - განაცხადა რამოსმა.

ფეხბურთელმა არც გუნდის მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის შექება დაივიწყა: “ანჩელოტი უდიდესი ადამიანია და ჩვენ მისით მოხიბლულები ვართ”.

0.117111