მადრიდის “რეალის” მცველის სერხიო რამოსის აზრით, ესპანეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წარსულით არ უნდა იცხოვროს.
“წარსულით არ უნდა ვიცხოვროთ. მართალია, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები ვართ, მაგრამ დღესდღეობით, ესპანეთის ნაკრებმა მომავალ შესარჩევი ციკლიდან მომდევნო მუნდიალზე გასვლის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. პლეი ოფის რისკი? ყველა თანაბარ პირობებში იმყოფება. მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ. ამჟამად, ფინეთთან და საფრანგეთთან მატჩებისთვის ვემზადებით. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსებზე, ამ თამაშების მერე ვისაუბროთ” – იუწყება რამოსის სიტყვებს ესპანური გამოცემა Marca.
ფინელებთან მატჩი, რამოსისთვის ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებული მე-100 შეხვედრა იქნება. შესაბამისად, ის ყველაზე ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი გახდება, რომელიც ასეთ შედეგს მიაღწევს.
“ამაყი ვარ, რომ ასეთი რეკორდის დამყარება შემიძლია. მხოლოდ 26 წლის ვარ და დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია”.