მადრიდის “რეალის” ცენტრალური მცველი სერხიო რამოსი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ “სამეფო კლუბის” ფეხბურთელებმა იციან, თუ რა უნდა გააკეთონ ფინალში გასასვლელად.
“რევანში გვსურს. პირველმა მატჩმა უსიამოვნო შეგრძნება დაგვიტოვა, მაგრამ გვინდა, რომ ხვალ კარგი თამაში ვაჩვენოთ. ვიცით, რომ გულშემატკივრები მხარს პირველივე წუთიდან დაგვიჭერენ. დორტმუნდში მომხდარი გავაანალიზეთ და ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ.
რთული იქნება, მაგრამ თუ ფინალში თამაში გვინდა, საუკეთესო გუნდები უნდა დავამარცხოთ. უნდა გვჯეროდეს, რომ მატარებელს ჯერ არ ჩაუვლია. ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშზე დიდი მოტივაცია არ არსებობს. “რეალში” უკვე 8 წელია ვარ, მაგრამ ამ ტურნირის ფინალში ჯერ არ მითამაშია.” – ციტირებს რამოსის სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.