თამაშგარე

11:24 | 1.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო და ელიანა

არგენტინის საფეხბურთო ნაკრებისა და იტალიური “სამპდორიას” გოლკიპერის, სერხიო რომეროს მეგობარი ქალი, ელიანა გერციო ბოლო პერიოდში არაერთი იტალიური ბულვარული ჟურნალის ყდაზე იყო გამოჭიმული. ელიანა ხელობით ექიმია, მაგრამ მისი გატაცება ფოტომოდელობაა.

ჰოლანდიის “ალკმაარში” თამაშის დროს, არგენტინის ეროვნული ნაკრების გოლკიპერს გული ურუგვაელ ლამაზმანზე, სანდრა კიროგაზე ჰქონდა შევარდნილი, მაგრამ იტალიაში გადაბარგების შემდეგ, როგორც ჩანს შეხედულებები გადააფასა.

ცოტა ხნის წინ, სერხიო რომეროს გულისსწორმა მორიგ თამამ ფოტოგადაღებებში მიიღო მონაწილეობა და ეს საქმე იმდენად კარგად გამოუვიდა, რომ ათიათასობით სექსუალურად მხნე მამაკაცს დააღებინა პირი. როგორც ჩანს ეს ქალბატონი თავისი საქმის ჭეშმარიტი პროფესიონალია!

 

0.155527