ლონდონის “ტოტენჰემი” კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველის – სერხი რობერტოს შეძენას ეცდება. ამის შესახებ Metro იუწყება.
ლონდონელთა დამრიგებელი ანდრე ვილაშ-ბოაში გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს და სულ ცოტა, 4 ფეხბურთელს შეიძენს. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი მათგანი სწორედ სერხი რობერტო იქნება. ესპანური პრესის ინფორმაციით, გასულ კვირაში, “ტოტენჰემის” მფლობელი დანიელ ლევი ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდა ნახევარმცველის ტრანსფერთან დაკავშირებით “ბარსას” ხელმძღვანელებთან მოლაპარაკება გამართა.
კატალონიელები სერხი რობერტოს არცთუ იაფ ფასს ადებენ, მაგრამ თავად ფეხბურთელს მაინც აქვს ნისლიან ალბიონზე გადაბარგების იმედი. 21 წლის ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 7 მილიონი გირვანქა სტერლინგია.