კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალურმა ნახევარმცველმა სერხი რობერტომ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და "ბლაუგრანას" ღირსებას 2019 წლის ზაფხულამდე დაიცავს.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, 22 წლის ესპანელის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც შეიძლება 40 მილიონამდეც გაიზარდოს.
"ბარსელონას" აკადემიის აღზრდილი რობერტო კატალონიელთა მთავარ გუნდში გასულის სეზონის სტარტამდე გადაიყვანეს. "ბლაუგრანას" მაისურით ესპანელმა დღემდე 41 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და ორ საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.
გიორგი ბალახაძე