თამაშგარე

11:20 | 10.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერიალ ”ფეხბურთელების ცოლებში” მეტი ფეხბურთი იქნება

ცნობილი სერიალი, ”ფეხბურთელების ცოლები” თავის დროზე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში საკმაოდ პოპულარული იყო და დიასახლისების ერთ ნაწილს ძალიანაც მოსწონდა. თუმცა, ამ სერიალმა ფეხბურთით დაინტერესებული მამაკაცების გული მაინც ვერ მოიგო.
”ფეხბურთელების ცოლების” მიმართ მამაკაცთა გულცივობა გამოწვეული იყო იმით, რომ მიუხედავად დასახელებაში ხსენებული სპორტის სახეობისა, ფილმში ფეხბურთს ძალიან მცირე ადგილი ეჭირა. არადა, მამაკაცთა აბსოლუტური უმრავლესობა სერიალის სათაურმა “შეაცდინა”.
”ფეხბურთელების ცოლების” გადამღებ ჯგუფს, ამჯერად გადაწყვეტილი აქვს, რომ სერიალის ახალი, სრულიად განხსხვავებული სეზონი გადაიღონ. ახალ სეზონში ფეხბურთს უფრო დიდი დრო დაეთმობა და ისეთ მატჩებზე იქნება აქცენტი გაკეთებული, როგორი შეხვედრებიც ფეხბურთის მოყვარულებს რეალურად ახსოვთ და არ ავიწყდებათ. სერიალის პროდიუსერებს იმედი აქვთ, რომ ამჯერად მამაკაცების დაინტერსებასაც შეძლებენ.
 

0.116046