ფეხბურთი

16:35 | 24.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში გამარჯვებისთვის “რომას” მოთამაშეები 10 მილიონ ევრომდე მიიღებენ

 

იტალიის სერია A-ში გამარჯვების შემთხვევაში “რომას” ფეხბურთელები პრემიალური თანხის სახით დაახლოებით 10 მილიონ ევროს მიიღებენ. ამის შესახებ გამოცემა Football Italia იუწყება.

4,901 მილიონ ევროს გუნდი ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრისთვის მიიღებს, ხოლო კიდევ 4,81 მილიონ ევროს მოთამაშეებს სერია A-ში ოქროს მედლების მოპოვებისთვის გადაუხდიან. შესაძლოა, ეს თანხა 10,388 მილიონ ევრომდე გაიზარდოს თუ რომაელები იტალიის თასსაც მოიპოვებენ.

თუმცა, პრემიეალურებით ის ფეხბურთელები დაჯილდოვდებიან, რომლებსაც კლუბთან დადებულ კონტრაქტში შესაბამისი პუნქტი უწერიათ. მაგალითად, თუ ყველაფერი რომაელთათვის სასიკეთოდ წარიმართა, მეკარე მორგან დე სანკტისი 200000 ევროთი გამდიდრდება, ხოლო მცველი ვასილის ტოროსიდისი არაფერს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის 8 ტურის შემდეგ, “რომას” 24 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.

თეგები“რომა”
0.470716