იტალიის ჩემპიონატის პირველ სამ ადგილზე მყოფმა გუნდებმა 24-ე ტურში იოლად იმარჯვეს. ლიდერმა „იუვენტუსმა“ გასავარდნ ზონაში მყოფ „კიევოს“ უმასპინძლა და ვერონელებს ზედიზედ მე-4 თამაში მოუგო.
ანგარიში კვადვო ასამოამ გახსნა, რომელმაც ლიორენტესთან ორსვლიანი კომბინაცია გაითამაშა და საჯარიმოს გარედან დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა. 12 წუთში, აგაციმ პირლოს შორეული ჯარიმა ცუდად მოიგერია და დამატებაზე მოთამაშე მარკიზიომ ანგარიში 2:0 გახადა. მე-2 ტაიმის დასაწყისში, ლიხტშტაინერი ბურთის მოგერიებას ცდილობს, რა დროსაც კასერესს მოარტყა და ურუგვაელი ავტოგოლის ავტორი გახდა. ტურინელებმა ორბურთიანი უპირატესობა მალევე აღადგინეს. პირლომ კუთხური მოაწოდა, ხოლო ლიორენტემ თავით ზუსტად დაარტყა.
ზედიზედ მე-4 საშინაო თამაში მოიგო მე-2 ადგილზე მყოფმა „რომამ“. რუდი გარსიას შეგირდებმა ბოლო დროს კარგ ფორმაში მყოფ „სამპდორიას“ უმასპინძლეს და გენუელებს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს. თავი დუბლით გამოიჩინა მატია დესტრომ, რომელმაც გოლებად პიანიჩისა და ჟერვინიოს გადაცემები აქვია. „სამპროდიას“ კარი პიანიჩმაც აიღო - მან საჯარიმო დარტყმა შეასრულა კარგად.
ბოლოადგილოსან „სასუოლოსთან“ 2:0 მოიგო „ნაპოლიმ“. ნეაპოლელებმა ანგარიში ჯემაილის მიერ 18 მეტრიდან განხორციელებული დარტყმით გახსნეს. 56-ე წუთზე, ინსინიემ ინდივიდუალურად გაიბრწყინა და მარცხენა ფლანგიდან შეტევის დროს, მოჭრილი დარტყმით ბურთი მეკარისგან შორეულ კუთხეში მოათავსა.
„ლაციოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ედოარდო რეიას დაბრუნების შემდეგ, რომაული გუნდი პირველად დამარცხდა. დედაქალაქელებმა 6-მატჩიანი წაუგებელი სერია „კატანიასთან“ გასვლით მატჩში შეწყვიტეს.
ორჯერ 2 ბურთით დაწინაურების მიუხედავად, ბოლო სამ მატჩში პირველი ქულები დაკარგა „უდინეზემ“. „ჯენოასთან“ გასვლით მატჩში უდინელები ჯერ 2:0, შემდეგ კი 3:1 იგებდნენ, მაგრამ ალბერტო ჯილარდინოს გუნდმა გენუელებს ქულა მოუტანა.
2 ლამაზი გოლი გავიდა „კალიარისა“ და „ლივორნოს“ შორის გამართულ შეხვედრაში. 44-ე წუთზე, ემერსონმა, დაახლოებით 35 მეტრიდან, ბურთი მეკარისგან შორეულ კუთხეში გაგზავნა და 2 დღით ადრე მარიო ბალოტელის მიერ გატანილი გოლი გაგვახსენა. 53-ე წუთზე, პაულინიომ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და სტუმრები წინ 2 ბურთით გაიყვანა, ხოლო ათიოდ წუთში, მარჯვენა ფლანგიდან შეტევის დროს, დაახლოებით საჯარიმოს კუთხიდან, ლამაზი დარტყმთ თავი ნენემ გამოიჩინა.
ერთმატჩიანი ჩავარდნის შემდეგ, კვლავ მოიგო „პარმამ“, რომელიც ბერგამოს ეწვია. „ჯვაროსნებმა“ „ატალანტას“ 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს და მე-6 ადგილზე გადაინაცვლეს.
კატანია-ლაციო 3:1 (1:1)
კატანია, “ანჯელო მასიმინო” 14000
კატანია (4-3-3): ანდუხარი, პერუცი, ბელუსკი, სპოლი, ალვარესი, ისკო, ლოდი (პლაზილი 82), რინაუდო, ბარიენტოსი (კეკო 16), ბერგესიო, კასტრო (როლინი 78).
მწვრთნელი: როლანდო მარანი.
ლაციო (4-2-3-1): ბერიშა, კონკო, ბიავა (კეიტა 71), დიასი, რადუ, ბილია (გონსალესი 46), ლედესმა, კანდრევა, მაური (პერეა 71), ლულიჩი, კლოზე.
მწვრთნელი: ედოარდო რეია.
გოლები: 1:0 ისკო (1), 1:1 მაური (45+1), 2:1 სპოლი (48), 3:1 პერუცი (58).
გაფრთხილებები: კეკო 55, ბერგესიო 86 - ლულიჩი 27, ბილია 42, კონკო 66, რადუ 81.
მსაჯი: პაოლო მაცოლენი.
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 16 (8)-10 (3), კუთხური: 1-1, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-5, ჯარიმა: 15-21.
იუვენტუსი-კიევო 3:1 (2:0)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი” 38000
იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, კასერესი, ბონუჩი, ოგბონა, პირლო, ლიხტშტაინერი, ვიდალი (პადოინი 85), მარკიზიო, ასამოა, ლიორენტე (ოსვალდო 71), ჯოვინკო (ტევესი 72).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
კიევო (3-1-4-2): აგაცი, ბერნარდინი, კანინი, ფრეი, ჰეტემაი, სარდო, გუანა, რადოვანოვიჩი, დრამე (რუბინი 63), ტერო (ობინა 79), სტოიანი (პელისიე 46).
მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.
გოლები: 1:0 ასამოა (17), 2:0 მარკიზიო (29), 2:1 კასერესი (51, ს.კ.), 3:1 ლიორენტე (58).
გაფრთხილებები: პირლო 14, ლიორენტე 23, ჯოვინკო 70 - გუანა 4, ფრეი 28.
მსაჯი: პაოლო ვალერი.
ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 14 (5)-9 (2), კუთხური: 7-2, თამაშგარე: 2-2, სეივი: 1-2, ჯარიმა: 13-16.
კალიარი-ლივორნო 1:2 (0:1)
კალიარი, “სანტ ელია” 4500
კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი, პერიკო, როსეტინი, დელ ფაბრო, მურუ (პინილია 85), დესენა (იბარბო 56), კონტი, ეკდალი, კოსუ, საუ (ადრიანი 63), ნენე.
მწვრთნელი: ივო პულგა.
ლივორნო (3-1-4-2): ბარდი, ჩეკერინი, ემერსონი, კოდა, ლუცი (ბიაჯანტი 33), მბაიე, ბენასი, დუნკანი (გრეკო 76), მესბა, პაულინიო, ემეგარა (ბელფოდილი 67).
მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო.
გოლები: 0:1 ემერსონი (44), 0:2 პაულინიო (53, პენ), 1:2 ნენე (64).
გაფრთხილებები: ავრამოვი 53, კოსუ 66, ეკდალი 89 - ჩეკერინი 28, მბაიე 75, ბარდი 76, ბიაჯანტი 78, ემერსონი 89.
გაძევებები: კონტი 71 - ჩეკერინი 85, ბენასი 90+1.
მსაჯი: ანდრეა დე მარკო.
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 12 (5)-15 (3), კუთხური: 1-5, თამაშგარე: 0-3, სეივი: 1-4, ჯარიმა: 17-23.
სასუოლო-ნაპოლი 0:2 (0:1)
რეჯო ემილია, “ჩიტა დელ ტრიკოლორე” 12000
სასუოლო (3-4-3): პეგოლო, ანტეი, კანავარო, არიაუდო (ფლოკარი 81), გაცოლა, მარონე (ჩიბსა 67), ბრიგი, ლონგი, ბერარდი, ფლორო (ძაძა 62), სანსონე.
მწვრთნელი: ალბერტო მალეზანი.
ნაპოლი (4-2-3-1): კაბრალი, მაჯო, ფერნანდესი, ალბიოლი, გულამი, ბეჰრამი (რადოსევიჩი 85), ჯემაილი, მერტენსი, ჰამშიკი (ენრიკე 80), ინსინიე, იგუაინი (პანდევი 71).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.
გოლები: 0:1 ჯემაილი (37), 0:2 ინსინიე (56).
გაფრთხილებები: მარონე 21, არიაუდო 53, ლონგი 59, ძაძა 86 - ინსინიე 43, ჯემაილი 45+3, რადოსევიჩი 90+1.
მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 8 (2)-20 (7), კუთხური: 3-4, თამაშგარე: 10-2, სეივი: 5-2, ჯარიმა: 9-14.
ატალანტა-პარმა 0:4 (0:1)
ბერგამო, “ატლეტი აძური” 14000
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი, ბენალუანე, სტენდარდო, იეპესი, ბრივიო, რაიმონდი (ლივაია 62), კარმონა, ბაზელი (მილიაჩო 74), ბონავენტურა, მორალესი (დე ლუკა 76), დენისი.
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.
პარმა (3-1-4-2): მირანტე, კასანი, პალეტა, ლუკარელი, პაროლო, ბიაბიანი, აკვა (მარკიონი 68), გარგანო (მუნარი 82), მოლინარო, პალადინო (სკელოტო 69), კასანო.
მწვრთნელი: რობერტო დონადონი.
გოლები: 0:1 მოლინარო (9), 0:2 ბენალუანე (74, ს.კ.), 0:3 კასანო (77), 0:4 სკელოტო (90+3).
გაფრთხილებები: ბენალუანე 76, კარმონა 90+2 - აკვა 12, მოლინარო 28, პაროლო 52, სკელოტო 85.
მსაჯი: დინო ტომაზი.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 14 (5)-17 (7), კუთხური: 8-4, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-5, ჯარიმა: 11-12.
ჯენოა-უდინეზე 3:3 (1:2)
გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 20000
ჯენოა (3-4-3): პერინი, ბურდისო, პორტანოვა (კალაიო 68), მარკეზე, მოტა, სტურარო, მათუსალემი, დე ჩელიე (ფეტფაციდისი 54), კონატე, ჯილარდინო, ანტონელი (დე მაიო 79).
მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.
უდინეზე (3-4-2-1): სკუფეტი, ორტო, დანილო, დომიცი, ვიდმერი (გაბრიელ სილვა 85), ბადუ, პერეირა, ბასტა, იებდა, ფერნანდესი (ალანი 71), მურიელი (დი ნატალე 88).
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.
გოლები: 0:1 ბასტა (35), 0:2 ფერნანდესი (40), 1:2 კონატე (45), 1:3 მურიელი (48, პენ), 2:3 ჯილარდინო (69), 3:3 ჯილარდინო (79).
გაფრთხილებები: ბურდისო 47, მათუსალემი 54, ჯილარდინო 79 - იებდა 18, ორტო 22, პერეირა 38, ბასტა 54, ვიდმერი 59.
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო.
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 23 (6)-10 (7), კუთხური: 8-8, თამაშგარე: 2-2, სეივი: 4-3, ჯარიმა: 12-15.
რომა-სამპდორია 3:0 (1:0)
რომი, “ოლიმპიკო”
რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი (რომანიოლი 55), ბენატია (დე როსი 73), კასტანი, ტოროსიდისი, პიანიჩი, ნაინგოლანი, სტროოტმანი, ფლორენცი, დესტრო (ბასტოსი 82), ჟერვინიო.
მწვრთნელი: რუდი გარსია.
სამპდორია (4-2-3-1): და კოსტა, დე სილვესტრი, მუსტაფი, გასტალდელო, რეჯინი, პალომბო (ობიანგი 64), კრსტიჩიჩი, გაბიადინი, სორიანო (ფორნასიე 85), ვსზოლეკი (ოკაკა 56), ედერი.
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი.
გოლები: 1:0 დესტრო (44), 2:0 პიანიჩი (54), 3:0 დესტრო (57).
გაფრთხილებები: დესტრო 44, სტროოტმანი 45+1 - გასტალდელო 49, დე სილვესტრი 51.
გაძევება: გასტალდელო 80.
მსაჯი: დომენიკო ჩელი.
ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 16 (6)-9 (2), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 3-0, სეივი: 2-3, ჯარიმა: 10-13.