ჩოგბურთი

17:57 | 6.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერენას მეათე ტიტული

ქალთა კლასიფიკაციის ლიდერმა სერენა უილიამსმა პეკინის ტურნირის ფინალში სერბ ელენა იანკოვიჩს 6:2, 6:2 მოუგო და მიმდინარე სეზონში მეათე შეჯიბრებაზე გაიმარჯვა. 2002-ში სადღეისოდ 32 წლის სერენამ  8 ტურნირის მოგება შეძლო, დღეს კი ეს პირადი მიღწევა გააუმჯობესა.

რეიტინგსიის მეთერთმეტე ნომერ, 28 წლის იანკოვიჩის დამარცხებას უილიამს-უმცროსმა საათნახევარი მოანდომა. სერენამ ამ სათამაშო დროის განმავლობაში 5 ბრეიკი და 6 ეისი შეასრულა და იანკოვიჩთან პირადი შეხვედრების ანგარიში 7:4 გახადა.

სერენა უილიამსმა კარიერის განმავლობაში 56-ე შეჯიბრება მოიგო, პეკინის ტრიუმფის შედეგად კი მან ათასი სარეიტინგო ქულა და 860 ათასი დოლარი დაიმსახურა.

 

0.120458