ჩოგბურთი

13:42 | 18.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერენას კიდევ ერთი აღიარება ტატიშვილთან მატჩის წინ

 სერენა უილიამსი ამჯამად შვედეთში იმყოფება, სადაც ბაშტადის ტურნირში მონაწილეობს და დღეს მეორე წრის მატჩში ანა ტატიშვილს შეხვდება. ამასობაში უილიამს-უმცროსი აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს ანჯელესში ავტორიტეტულმა სპორტულმა ტელეარხმა ESPY-მ ქალთა შორის წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარა.

ეს ჯილდო სერენამ მეორედ დაიმსახურა. პირველად იგი უძლიერესად 2003 წელს დაასახელეს. იმ ხნიდან მოყოლებული სერენა პირველი ჩოგბურთელი ქალია, რომელიც “წლის სპორტსმენად” სცნეს. შერენა უილიამსი ასევე წლის უძლიერეს ჩოგბურთელად აღიარეს. ეს ტიტული მან კარიერაში მეექვსედ დაიმსახურა.

0.20039