ჩოგბურთი

19:58 | 18.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერენას 60-ე ტიტული

 32 წლის სერენა უილიამსი მიმდინარე სეზონში პირველი ჩოგბურთელი ქალია, რომელმაც 3 ტიტულის მოგება მოახერხა. უილიამს-უმცროსმა რომის “მასტერზ1000”-ის ფინალში იტალიელ სარა ერანის 6:3, 6:0 სძლია, შარშანდელი საჩემპიონო წოდება შეინარჩუნა, კარიერის განმავლობაში კი 60-ე შეჯიბრებაზე იმარჯვა. სერენამ მესამე იმარჯვა რომში, 2002 და 2013 წლების ტრიუმფების შემდეგ კი უილიამსმა “როლან გაროსზეც” პირველობა მოიპოვა.

სერენასა და ერანის საფინალე პაექრობა საათსა და 11 წუთს გაგრძელდა. უილიამს-უმცროსი მეშვიდედ შეხვდა სარას და მეშვიდედაც მოუგო 27 წლის აპენინელს. “მარადიულ ქალაქში” მოპოვებული წარმატების შედეგად სერენა 387130 ევროს და 900 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

0.129388