მსოფლიო რეიტინგსიის პირველი ნომერი სერენა უილიამსი პირველია, რომელმაც წლევადელი სეზონის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობის უფლება დაიბევა. ეს შეჯიბრება სტამბოლში 22-27 ოქტომბერს ჩატარდება. უმცროს უილიამსს წლის შემაჯამებელი ტურნირი 2001, 2009, 2012 წლებში აქვს მოგებული და სერენა კიდევ ერთხელ შეეცდება ტრიუმფის გამეორებას.
საამისო შანსი სერენა უილიამსს ნამდვილად აქვს. წლეულს მან ჩატარებული 54 მატჩიდან 51 მოიგო და შვიდ ტურნირზე (ბრისბენში, მაიამიში, ჩარლსტონში, მადრიდში, რომში, “როლან გაროსსა” და ბაშტადში) მოიპოვა მთავარი პრიზი.
ამასთან, სერენა პროფესიულ ჩოგბურთში მარტინა ჰინგისის დაბრუნებას გამოეხმაურა და მიესალმა: “მარტინა შესანიშნავი მოთამაშეა, ორივე ხელით კარგად თამაშობს, ბრწინვალედ ურტყამს და ხალისიანი ადამიანიცაა. მოუთმენლად ველი ჰინგისის ერთეულთა თანრიგში დაბრუნებასაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მოხდება”.