რეიტინგსიის ამერიკელი ლიდერი სერენა უილიამსი ბრისბენის Brisbane International-ის ტურნირში ჩაება და გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩის 6:4, 6:4 დამარცხების შემდეგ მეოთხედფინალში გავიდა. სერენამ 11 ეისი და 3 ბრეიკი შეასრულა. ნახევარფინალში გასასვლელად უილიამს-უმცროსი სლოვაკ დომინიკა ციბულკოვასთან ითამაშებს.
ამავე შეჯიბრების მეოთხედფინალშია 28 წლის სერბი ელენა იანკოვიჩი, რომელმაც 19 წლის უკრაინელ ელინა სვიტოლინას იოლად, 6:1, 6:3 სძლია.