ქალთა რეიტინგსიის ლიდერმა სერენა უილიამსმა აშშ-ის ღია პირველობის სტარტის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლეგენდარული მარგარეტ კორტის მიღწევის გაუმჯობესება სურს. შეგახსენებთ, სადღეისოდ უილიამს-უმცროსის აქტივში 17 სადიდსლემო ტრიუმფია (ერთეულთა თანრიგში), კორტს კი მეიჯორები 24-ჯერ მოუგია.
“კორტის უწინდელი მიღწევა მოტივაციასა და ძალას მმატებს. მისი რეკორდის გასაუმჯობესებლად ვიბრძოლებ, ჯერჯერობით, კი 18-ე სადიდსლემო ტურნირი უნდა მოვიგო. ისე კი, მარგარეტის შედეგის გადაფარვა იოლი სულაც არაა. პატარა გოგო აღარ ვარ, ამიტომაც თავის დაზოგვა და შეჯიბრებებზე შერჩევით გამოსვლა მმართებს”, - აცხადებს სერენა.