30 წლის ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა, რომელიც ამჟამად WTA-ის რეიტინგში მეოთხეა, ახალი გასართობი გაიჩინა. სერენა ანიმაციური ფილმის WimbleToad-ის ერთ-ერთ პერსონაჟს გაახმოვანებს. სახელიდან გამომდინარე რთული მისახვედრი არაა, რომ მულტიპლიკაციური ფილმი ჩოგბურთს ეძღვნება.
შეგახსენებთ, რომ დათაგან უმცროსმა უილიამსმა ფორმა აღიდგინა და უიმბლდონისა და სტენფორდის ტურნირის მოგება შეძლო. სერენამ თითქმის ყველა ბოლოდროინდელ კონკურენტს სძლია, მათ შორის, მსოფლიოს პირველ ჩოგანს ვიკტორია აზარენკას, პეტრა კვიტოვასა და აგნეშკა რადვანსკას.
გასაკვირი არაა, რომ უილიამსს, ამდენი მოგებები მობეზრდა და ახალი გასართობის მოძებნა გადაწყვიტა. ახალ მულტფილმში, ის ერთ-ერთ მთავარ გმირს, ლილის გაახმოვანებს.