თამაშგარე

11:33 | 11.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსს თეთრკანიანი მამაკაცები იზიდავს

ამერიკელი ჩოგბურთელი ქალი, სერენა უილიამსი გასაგები მიზეზების გამო, ფერადყდიანი ჟურნალების გარეკანზე ხშირად ვერ ხვდება და ბევრი მისი კოლეგისგან განსხვავებით, მაინცდამაინც არც პირადი ცხოვრების აფიშირება უყვარს. შეიძლება ითქვას, რომ სერენამ კარიერის პიკსა და დიდ პოპულარობას მხოლოდ და მხოლოდ თავისი საქმით – “ჩოგნის მარჯვედ ცემით“ მიაღწია, თუმცა დგება მომენტი, როდესაც ასეთი ყაიდის ადამიანებიც კი გადაწყვეტენ ხოლმე საზოგადოებისთვის გულის გადაშლას.
ცოტა ხნის წინ, სერენა უილიამსი თავად ეწვია ერთ-ერთი ინგლისური ყვითელი ჟურნალის – “ქალების“ რედაქციას და განაცხადა, რომ ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერას აპირებს და თუკი ჟურნალის რედაქცია წინააღმდეგი არ იქნება, ამ წიგნის ცალკეულ თავებს მათი გამოცემის გვერდებზე გამოაქვეყნებს. რა გასაკვირია, ასეთ მომგებიან და მაცდურ წინადადებაზე რედაქცია უმალ დათანხმდა და ფინანსური დეტალებიც მარტივად შეათანხმეს.
ჟურნალ “ქალების“ გამომცემელ სამანდა კეიდის თქმით, ჩოგბურთელის წიგნის პირველ თავში, საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორი მამაკაცები მოსწონს სერენას და რამდენად უმართლებდა მას მამაკაცებთან ურთიერთობებში. როგორც აღმოჩნდა, ფერადკანიან ჩოგბურთელს, თავის დისგან, ვინუსისგან განსხვავებით,  ყოველთვის ანგლოსაქსური ტიპის, თეთრკანიანი კაცები იზიდავდა და ამის გამო, ოჯახში მცირე კონფლიქტებიც კი ყოფილა. სერენა უილიამსის წიგნს უკვე დიდი ინტერესით მოელიან მსოფლიოში და იმედი აქვთ, რომ ამერიკული ჩოგბურთის ცოცხალი ლეგენდა, თავისი ცხოვრების სხვა საინტერესო დეტალებსაც გაამხელს.

0.139118