ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი რომის მასტერსზე წარმატებულ სვლას აგრძელებს. ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე მან მსოფლიო რეიტინგის 22-ე ნომერი კარლა სუარეს ნავარო 6:2, 6:0 გაანადგურა და შემდეგი ეტაპის საგზურიც მოიპოვა.
მატჩი 56 წუთი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში სერენამ ექვსჯერ დააბრეიკა მეტოქე, საკუთარ მოწოდებაზე კი ესპანელის ერთადერთი ბრეიკპოინტი წარმატებით მოიგერია. ამერიკელმა 7 ეისი ჩააწოდა, კარლა სუარესმა კი 3 ეისის წილ 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
ნახევარფინალურ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის პირველ ჩოგანს მეტოქეობას სიმონა ჰალეპსა და ელენა იანკოვიჩს შორის გამარჯვებული გაუწევს.