თამაშგარე

14:50 | 21.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსი UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი გახდა

ამრიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი საბავშვო ფონდ UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი გახდა. ამის შესახებ ნიუ იორკში ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ენტონი ლეიკმა ისაუბრა: “სერენა უილიამსი არამარტო კარგი ჩოგბურთელია, არამედ ნამდვილი გმირი და მებრძოლი ბავშვთა უფლებებისათვის. დიდი სიხარულით გაცნობებთ, რომ სერენა ჩვენი ახალი კეთილი ნების ელჩია და მოუთმენლად ველით ერთობლივი მუშაობის დაწყებას”.
აქვე გეტყვით, რომ ეს არ იქნება მათი პირველი თანამშრომლობა, რადგან დათაგან უმცროსი უილიამსი 2006 წელს UNICEF-ის სახელით განაში იმყოფებოდა, სადაც ბავშვთა ვაქცინაციაში მონაწილეობდა და მწერების საწინააღმდეგო ბადეებს არიგებდა. ახლა კი მონაწილეობას საგანმანათლებლო პროგრამაში  მიიღებს სახელწოდებით: “სკოლები აფრიკისათვის” და “სკოლები აზიისათვის”.
“ყველა ბავშვი იმსახურებს იმის შანსს, რომ ცხოვბრებაში რაღაცას მიაღწიოს. UNICEF-თან ერთად მათ განათლების მიიღებაში დავეხმარები, რომელიც ნათელი მომავლის მოწყობაში დაეხმარებათ”, - განაცხადა ამერიკელმა ჩოგბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს UNICEF-ის კეთილი ნების ელჩები იყვნენ დევიდ ბექჰემი, ოდრი ჰეფბერნი, გარი ბელაფონტე, მია ფეროუ, ორლანდო ბლუმი, შაკირა და ა.შ.

0.142356