სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ჩემპიონი სერენა უილიამსი “როლან გაროსის” წლევანდელ გათამაშებას მეორე წრიდან ჩამოშორდა. დღეს უილიამს-უმცროს 20 წლის ესპანელმა გარბინ მუგურუსამ 6:2, 6:2 მოუგო. 1998 წლიდან მოყოლებული სერენა პირველად დამარცხდა დიდი სლემის შეჯიბრების მეორე ეტაპზე. 16 წლის წინ სერენამ საფრანგეთის ღია პირველობის ამ ეტაპზე და ვინუსთან წააგო. მას შემდეგ მოყოლებული სერენა წარმატებით სძლევდა მეორე ეტაპებს, გამონაკლისი შარშანწინდელი “როლან გაროსია”, როცა უილიამს-უმცროსმა პირველსავე სტადიაზე წაიფორხილა.
სერენასა და მუგურუსას მატჩი საათსა და 4 წუთს გაგრძელდა. რეიტინგსიაში 35-ე საფეხურზე მყოფი გარბინის ანგარიშზე 5 ბრეიკი და 2 ეისია.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ სერენა უილიამსს დიდი სლემის მატჩებში აქამდე 5 გეიმზე ნაკლები არასდროს მოუგია.