ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში სერენა უილიამსმა ჩეხ პეტრა კვიტოვას სამსეტიან მატჩში 3:6, 6:3, 7:5 მოუგო და შეჯიბრების ნახევარფინალში გასვლასთან ერთად, პლანეტის რეიტინგსიის ლიდერიც გახდება. 18 თებერვალს გამოსაქვეყნებელ კლასიფიკაციაში სერენა პირველ პოზიციაზე იქნება და ჩოგბურთის ისტორიაში რეიტინგსიის ყველაზე ასაკოვანი პირველი ნომერი გახდება.
მომავალ ორშაბათს უილიამს-უმცროსი 31 წლის, 4 თვისა და 24 დღის ასაკისა იქნება, აქამდე კი რეიტინგის ყველაზე “ხანდაზმული” ლიდერი ამერიკელი კრის ევერტი იყო. როდესაც ევერტმა კლასიფიკაციის “მწვერვალი” დატოვა 30 წლისა და 11 თვისა გახლდათ.
კვიტოვასთან სერენას შეხვედრას რაც შეეხება, მატჩი 2 საათსა და 7 წუთს გაგრძელდა, რომლის განმავლობაში უილიამსმა 14 ეისი შეასრულა და მოგებით, პეტრასთან ურთიერთშეხვედრების ბალანსი 4:0 გახადა.
დოჰის ტურნირის ნახევარფინალში სერენა უილიამსი მარია შარაპოვას შეხვდება.