ქალ ჩოგბურთელთა რეიტინგსიის 32 წლის ლიდერი სერენა უილიამსი მადრიდის Mutua Madrid Open-ის საჩემპიონო ტიტულის დაცვას 4 წლით უმცროსი ჩინელის შუაი პენის 6:2, 6:3 დამარცხებით შეუდგა. სერენას მომდევნო მეტოქე 25 წლის ესპანელი კარლა სუარეს-ნავაროა, რომელმაც ამერიკელ ელისონ რისკეს 6:2, 6:4 მოუგო.
სერენამ ჩინელის დამარცხებას საათი მოანდომა. მან 3 ბრეიკი, 11 ეისი შეასრულა და შუაი პენთან ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 3:0 გახადა.