მაიამის “მასტერზ1000”-ის ქალთა ტურნირის მოქმედი ჩემპიონი სერენა უილიამსი წლევანდელი ტურნირის მესამე წრეში ყაზახეთის სახელით მოთამაშე იაროსლავა შვედოვას 7:6, 6:2 დამარცხების შემდეგ გავიდა. 32 წლის ამერიკელის მომდევნო მეტოქე ფრანგი კაროლინ გარსიაა.
უილიამს-უმცროსისა და შვედოვას ფლორიდულმა პაექრობამ საათსა და 46 წუთს გასტანა. სერენამ 14 ეისი და 5 ბრეიკი შეასრულა, კარიერის განმავლობაში მეოთხედ შეხვდა შვედოვას და მეოთხედაც მოახერხა მისი დამარცხება.
სერენა უილიამსს მაიამის “მასტერზ1000” 2002, 2003, 2004, 2007, 2008 და 2013 წლებში აქვს მოგებული (1999 და 2009 წლებში ფინალში ითამაშა), შარშანდელ გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუს მარია შარაპოვას 4:6, 6:3, 6:0 მოუგო.