ჩოგბურთი

11:02 | 24.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერენა ჯანმრთელობას უჩივის

 ჩინეთის ქალაქ უჰანში ქალებს შორის მიმდინარე ტურნირის პირველივე წრეში შეჯიბრებიდან მსოფლიო კლასიფიკაციის პირველი ორი ნომერი გამოეთიშა. კლასიფიკაციის ლიდერმა სერენა უილიამსმა ჯანმრთელობის პრობლემის გამო უარი განაცხადა ფრანგ ალიზ კორნესთან ასპარეზობის გაგრძელებაზე (ეს პირველი სეტის მიწურულს მოხდა, როცა უილიამს-უმცროსი 6:5-ს იგებდა) და წლეულს მესამედ დამარცხდა კორნესთან.

2014 წლის სეზონის სტარტის წინ სერენა პირად შეხვედრებში კორნეს 3:0-ს უგებდა, მაგრამ ალიზმა ჯერ დუბაის ტურნირის ნახევარფინალში მოუგო უილიამსს (6:4, 6:4), შემდეგ უიმბლდონის მესამე წრეში 1:6, 6:3, 6:4 სძლია, უჰანში მოგების შემდეგ კი ურთიერთდაპირისპირების ბალანსი აღადგინა 3:3.

სეზონის განმავლობაში სერენა უილიამსი ერთი და იმავე ჩოგბურთელთან სამჯერ უკანასკნელად 2007 წელს დამარცხდა. 7 წლის წინათ სერენა ბელგიელმა ჟუსტინ ენინმა დაჯაბნა.

კორნესთან მატჩის მსვლელობისას სერენამ თავი შეუძლოდ იგრძნო. მას არტერიალური წნევა და ტემპერატურა გაუზომეს, რის შემდეგაც თამაში განაგრძო, თუმცა, პირველი სეტის დასრულება მაინც ვერ მოახერხა და კორტი ექიმის დახმარებით დატოვა.

უჰანშივე დამარცხდა რეიტინგსიის მეორე ნომერი სიმონა ჰალეპი. რუმინელი ესპანელ გარბინ მუგურუსასთან 6:2, 2:6, 3:6 დამარცხდა.

0.112923