ჭიდაობა

19:40 | 23.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთში თავისუფლების დღეები იწყება

 

სერბეთის ქალაქ ზრენიანინში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ხვალიდან ხალიჩა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკებს დაეთმობათ. ორი დღის განმავლობაში მედლების ათივე კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს ნაკრებს კი მონაწილე ცხრა წონით კატეგორიაში ეყოლება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ემზარიოს ბენტინიდისმა ორი თვის წინ მაკედონიაში ჩატარებულ ევროპირველობაზე ნაჭიდავებ შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. 50 კილოგრამში გიორგი პასიკაშვილი ირაკლი მხეიძით ჩაანაცვლა, 54-ში – რამაზან მალაკოევი გიორგი ყაზარაშვილით, ხოლო 85-ში კონსტანტინე გაბაშვილი ვაჟა ომარაშვილით. განაცხადში ვერ მოხვდა ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ალექსანდრე კილაძე (42 კგ), რომელმაც წონა ვეღარ დაიკლო და მწვრთნელმა უმსუბუქესი წონითი კატეგორია თავისუფალი დატოვა.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე ბენტინიდისის გუნდმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კილაძის გარდა კვარცხლბეკზე შმაგი თოდუა (46 კგ) და რამაზ ზოიძე (58 კგ) ავიდნენ.

ხვალ მედლები 42, 50, 58, 69 და 85 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება, ზეგ კი ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ხუთ წონაში: 46, 54, 63, 76 და 100 კილოგრამებში გამოვლინდებიან.

 

თავისუფალი ჭიდაობა

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები

 

46 კგ – შმაგი თოდუა

50 კგ – ირაკლი მხეიძე

54 კგ – გიორგი ყაზარაშვილი

58 კგ – რამაზ ზოიძე

63 კგ – ედუარდ ნიკოლიშვილი

69 კგ – ტარიელ გაფრინდაშვილი

76 კგ – გიორგი გიორგობიანი

85 კგ – ვაჟა ომარაშვილი

100 კგ – გივი მაჭარაშვილი

0.119235