კალათბურთი

16:55 | 6.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთმა და ფინეთმა შემადგენლობები დაასახელეს

4-22 სექტემბერს სლოვენიაში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის გაფართოებული შემადგენლობები კიდევ ორმა მონაწილე ნაკრებმა გამოამზეურა. მათგან უფრო საინტერესო სერბეთის ეროვნული გუნდის შემადგენლობაა, რომელშიც არაერთი სახელოვანი კალათბურთელი მოხვდა.

დუშან ივკოვიჩის წინასწარ სიაში 20 მოთამაშეა: ნენად კრსტიჩი, მილოშ ტეოდოსიჩი, ზორან ერცეგი (ყველა – ცსკა), ნემანია ბიელიცა (“კახა ლაბორალი”, ესპანეთი), რაშკო კატიჩი (“ცრვენა ზვეზდა”), ვლადიმირ შტიმაცი (“ბანვითი”, თურქეთი), ვლადიმირ ლულიჩი, დეიან მუსლი, ბოგდან ბოგდანოვიჩი, დორჟე გაიიჩი (ყველა – “პარტიზანი”), სტეფან მარკოვიჩი (“ვალენსია”, ესპანეთი), ვასილე მიჩიჩი, ნოვიცა ველიჩკოვიჩი, ნემანია დანგუბიჩი (ყველა – “მეგა ვიზურა”), ნემანია ნედოვიჩი (“ლიეტუვას რიტასი”, ლიტვა), დანილო ანჯუშიჩი (“ბოლონია”, იტალია), მილან მაჩვანი (“გალათასარაი”, თურქეთი), დუშკო სავანოვიჩი (“ანადოლუ ეფესი”, თურქეთი), სტეფან ბირჩევიჩი (“რადნიჩკი”).

ცნობილ კალათბურთელთაგან, ამჯერად, ეროვნული გუნდის ღირსების დაცვის შანსი არ ექნებათ მილენკო ტეპიჩს, ალეკსანდარ რაშიჩს და მარკო კესელის.

შეგახსენებთ, რომ სერბეთის ნაკრები ევროპის პირველობაზე ალბათ ყველაზე ძლიერ B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ჩერნოგორია, მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ლიტვა და ლატვია ეყოლება.

23 კალათბურთელია ფინეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში, რომელიც ჰენრიკ დეტმანმა გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ყველა ის მოთამაშეა, რომელმაც გასულ ევრობასკეტზე იასპარეზა, ერთადერთი გამონაკლისის გარდა – “იოენსუნ კატაიას” მცველი პეტრი ვირტანენის სლოვენიაში არ გამგზავრება.

სხვა მხრივ, გუნდში არიან ყველაზე ცნობილი ფინელი კალათბურთელები – პეტერი კოპონენი, ჰანო მოტოლა და ტეემუ რანიკო. სიახლეა ნაკრებში ამერიკელი ცენტრის (2.08 სმ.) ერიკ მერფის გამოჩენა, რომელსაც დედა ჰყავს ფინელი. ეს უკანასკნელი ფლორიდის უნივერსიტეტის გუნდში თამაშობს და წლეულს ნბა-ს დრაფტზე აპირებს მონაწილეობის მიღებას.

ცნობისთვის, ევრობასკეტის D ჯგუფში ფინელები საბერძნეთს, თურქეთს, იტალიას, რუსეთს და შვედეთს ეთამაშებიან, მანამდე კი საკონტროლო მატჩებში დიდ ბრიტანეთს, ლატვიას, საფრანგეთს, ლიტვას, რუსეთს და ჩეხეთს გაეჯიბრებიან.

0.14467