კალათბურთი

23:46 | 10.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთმა ბრაზილიაც გაანადგურა

სერბეთის საკალათბურთო ნაკრებმა კიდევ ერთი სენსაცია მოახდინა და მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში საბერძნეთი 90:72 გაანადგურა, მეოთხედფინალში ბრაზილიის ეროვნულ გუნდსაც იოლად გაუსწორდა – 84:56.

თამაშის ბედი მე-2 ნახევარში გადაწყდა, თორემ პირველი ტაიმის შემდეგ სერბები მხოლოდ 5 ქულის სხვაობით იგებდნენ და გადაწყვეტილი ნამდვილად არაფერი გახლდათ.

გამარჯვებულთაგან 10 და მეტი ქულა ოთხმა კალათბურთელმა ჩააგდო, ყველაზე შედეგიანი კი მილოშ ტეოდოსიჩი იყო, რომელმაც 28:44 წუთში 23 ქულა მოაგროვა. საინტერესოა, რომ მოსკოვის ცსკა-ს უკანახაზელმა 10-ვე საჯარიმო გამოიყენა.

ბრაზილიელთაგან ყველაზე შედეგიანად ანდერსონ ვარეჟაო გაისარჯა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა – 12 ქულა, 9 მოხსნა, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მან თამაშიდან 10-დან მხოლოდ 4 ტყორცნა ჩააგდო.

ამგვარად, სერბეთის ნაკრებმა მსოფლიო პირველობის ნახევარფინალში გააღწია, სადაც 12 სექტემბერს ესპანეთსა და საფრანგეთს შორის უმჯობესს გაეჯიბრება. ეს მატჩი მადრიდშივე 15 წუთში აიღებს სტარტს.

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. მეოთხედფინალი. მადრიდი

სერბეთი – ბრაზილია 84:56 (21:17, 16:15, 29:12, 18:12)

სრული სტატისტიკა

http://www.fiba.com/basketballworldcup/2014/1009/Serbia-Brazil/#|tab=boxscore_statistics

0.11763