თამაშგარე

10:40 | 26.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სექსუალური ორგიის სკანდალები

ახალი სკანდალი აგორდა, “ფორმულა 1”-ის ყოფილი ბოსის მაქს მოსლის გარშემო. საქმე ისაა, რომ მოსლის მონაწილეობით სექსუალურ ორგიების ვიდეო გავრცელდა ინტერნეტკომპანია “გუგლში”. ამის შემდეგ, საფრანგეთის სასამართლომ “გუგლს” დაავალა ინტერნეტიდან მოეხსნა ყველა ამ მოვლენის ამსახველი ფოტოსურათი და 2 თვის ვადა მიეცა დაიბლოკოს ყველა ის გზავნილი, რომლის საშუალებითაც მომხმარებლისთვის ასეთი ინფორმაცია ხელმიუწვდომელი იქნება... კომპანიას ასევე დაეკისრა ფულადი ჯარიმა 5 000 ევროს ოდენობით.

“გუგლის” წარმომადგენლები კი შიშობენ, რომ ამგვარმა ცენზურამ შესაძლოა ინტერნეტ-თავისუფლების სახიფათო სამართლებრივი შეზღუდვის პრეცენდენტი შექმნას. აქვე ისინი დასძენენ იმასაც, რომ საძიებო სისტემა მხოლოდ ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს, ამიტომ კომპანია პასუხისმგებელი არ უნდა იყოს ასეთი შინაარსის გზავნილებზე.

 

0.138049