არაერთხელ დაგვიწერია, რომ ცნობილი და წარმატებული სპორტსმენი ქალბატონები, მხოლოდ პროფესიული მიღწევებით არ კმაყოფილდებიან და პოპულარული ჟურნალებისთვის საკმაოდ თამამ ფოტოსესიებზეც არ ამბობენ უარს, რითაც თავის შემოსავლის წყაროს უფრო ზრდიან.
ამ ხერხს მიმართა ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა ცხენოსნობაში იუნიორთა შორის, ამერიკელმა კეიტ აპტონმა. აღსანიშნავია ისიც, რომ კეიტი სხვა მოდელებისგან განსხვავებით, საკმაოდ დიდი და ლამაზი ნატურალური მკერდის პატრონია. ამჟამად იგი ამერიკის ერთ-ერთი პოპულარული მოდელია და საკმაოდ თამამი ფოტოები გადაიღი ჟურნალ “მეგეზინისთვის”. ფოტოსესიის დროს, კეიტმა თავის სპორტულ გატაცებებზე ილაპარაკა, – გარდა იმისა, რომ ცხენოსნობა ჩემი უპირველესი გატაცებაა, ეროვნული საფეხბურთო ლიგის გუნდ “ნიუ იორკ ჯეთსს” ვგულშემატკივრობ. მიყვარს ასევე ”გარდენზე” სტუმრობა, სადაც ნბა-ს კალათბურთის კლუბ “ნიუ იორკ ბიკსის” თამაშებს ვუყურებ, - განაცხადა მშვენიერმა ცხენოსანმა ქალბატონმა...
როგორც ჩანს, ლამაზმანი ცხენოსანი, სპორტულ გემოვნებას ასე თუ ისე, არ უჩივის. ჰყავს თუ არა მეგობარი მამაკაცი კეიტს, ის ორაზროვნად პასუხობს, რომ აუცილებელი არაა მისი რჩეული სპორტსმენი იყოს, მთავარია მის გემოვნებაში ჯდებოდეს. ვინ გახდება მართლაც რომ ულამაზესი და სექსუალური ცხენოსანი კეიტის ხელისა და გულის მფლობელი, ჯერ უცნობია. აპტონი ხომ მხოლოდ 20 წლისაა..