მოკლედ, კაცი ვერ გაიგებს ინგლისელი მოდელი, სილია კეი მართლა მოდელია, თუ მისი ხელობა უფრო ძველია და მეძავობა უნდა ვუწოდოთ. ამ ვნებიანმა ქალმა იმდენ მამაკაცს აუბნია თავგზა, ბრიტანეთში მისგან გულდათუთქულთა მთელი არმია არსებობს.
როგორც ინგლისური ბულვარული პრესა წერს, სილია კეის ერთ-ერთი უკანასკნელი მსხვერპლი, ლონდონის “არსენალის“ ფეხბურთელი, ოლივიე ჟირუა, რომელსაც მოდელი “მეთოფეების“ ბაზაზე ესტუმრა და ერთი ღამე მასთან გაატარა. ამის შესახებ არსენ ვენგერმა არაფერი უწყოდა.
“არსენალის“ ფრანგ მწვრთნელს უკანასკნელ პერიოდში გუნდი ყაზარმულ მდგომარეობაზე ყავს გადაყვანილი და ცოლ-შვილიან ჟირუსაც კლუბის ბაზაზე იმიტომ უწევდა ცხოვრება. მაგრამ, მან და მისმა ვნებიანმა საყვარელმა ყველასაგან მალულად საწოლში ბუღრაობა მაინც მოახერხეს და ეს შეიძლება ფეხბურთელს ცოლთან გაშორებად დაუჯდეს.