ლიგა ერთის კვირა დღის თამაშები, ერთი კვირის წინანდელი შეხვედრებისგან განსხვავებით, მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. სამივე მატჩში საკუთარ კედლებში მოთამაშე გუნდმა იმარჯვა, თან ისე, რომ არცერთმა მათგანმა გოლი არ გაუშვა.
ყველაზე იოლი მატჩი „ლილს“ ჰქონდა. რუდი გარსიას შეგირდებმა „ლორიანს“ პირველ ტაიმში 4-ჯერ გაუტანეს, შესვენების შემდეგ კი, მეტოქეს 1 გოლი აკმარეს.
ქულებით გათანაბრდნენ „სენტ ეტიენი“ და „ლიონი“. პირველმა მათგანმა, ლიგა ერთში დარჩენისთვის მებრძოლი „ევიანი“ ამუმას ზუსტი თავურით დაამარცხა და 3-მატჩიანი ფრეების სერია შეწყვიტა. რაც შეეხება „ლიონს“ - რემი გარდის გუნდი ზედიზედ მესამედ დამარცხდა. ამჯერად, „ლიონი“ უქულოდ „რეიმსმა“ დატოვა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-2 ტაიმის დასაწყისში გავიდა. მარჯვენა ფლანგიდან მასპინძელთა შეტევის დროს, ბისევაცი დიეგოსთან ბრძოლაში თამაშის წესებს ნამდვილად არღვევდა, მაგრამ ამას საჯარიმოს გარეთ აკეთებდა. ამის მიუხედავად, აბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა და ბისევაცი მოედნიდან გააძევა, ხოლო კრიშოვიაკმა ზუსტად დაარტყა და გუნდს 3 ქულა მოუტანა.
სენტ ეტიენი-ევიანი 1:0 (0:0)
სენტ ეტიენი, “ჟოფრუა გიშარი” 25626
სენტ ეტიენი (4-3-3): რუფიე, კლერკი, ზუმა, პერინი, ბრიზონი, ლემუანი (გულამი 81), გილავოგი, კოადე, ამუმა (ნიკოლიტა 83), ობამეიანგი, მოლო (ბოდმე 71).
მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.
ევიანი (4-4-2): ლაკე, ვასი, მონგონგუ, ბეტაო, ერეტი (ლაკუ 46), ნინკივიჩი (მბარკი 71), სორლინი, რაბიუ, ბარბოსა, ბერიგო (საგბო 59), კალიფა.
მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.
გოლი: 1:0 ამუმა (78).
გაფრთხილებები: ლაკე 79, ბარბოსა 79, ვასი 80.
მსაჯი: ამაური დელერუ.
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 10 (7)-8 (2), კუთხური: 9-0, თამაშგარე: 5-3, სეივი: 2-5, ჯარიმა: 12-12.
რეიმსი-ლიონი 1:0 (0:0)
რეიმსი, “ოგუსტ დელონი” 20298
რეიმსი (4-2-3-1): აგასა, მანდი, ვებერი, ფოფანა, სინიორინო, დევო, კრიშოვიაკი, გლომბარი (გილასი 88), რამარე (კა 82), დიეგო, კურტე (ფოვერჟი 71).
მწვრთნელი: უბერ ფურნიე.
ლიონი (4-4-2): ვერკუტრი, დაბო, კონე, ბისევაცი, უმტიტი, ლაკასეტე, გონალონი, ფოფანა, გრენიე (მვუემბა 70), ლოპესი (ბრიანი 46), გომისი (გეცალი 78).
მწვრთნელი: რემი გარდი.
გოლი: 1:0 კრიშოვიაკი (53, პენ).
გაფრთხილებები: კრიშოვიაკი 90 - ვერკუტრი 52, გეცალი 90+2.
გაძევება: ბისევაცი 51.
მსაჯი: ოლივიე ტუალი.
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 11 (8)-3 (2), კუთხური: 9-2, თამაშგარე: 4-1, სეივი: 2-6, ჯარიმა: 13-14.
ლილი-ლორიანი 5:0 (4:0)
ვილანოვ დ’ასკი, “ლილ მეტროპოლი” 38574
ლილი (4-3-3): ელანა, ბერია, შეჯუ, ბაზა, დინე, ბალმონი, გუეიე, მარტინი, როდელინი (ორიჟი 75), კალუ (რუ 67), პაიე (ბრუნო 85).
მწვრთნელი: რუდი გარსია.
ლორიანი (4-4-2): ოდარი, გასამა, კონე, მანგა, ბართელმი (ოტრე 73), კონე, აბუ, ლოტოა (ლემინა 62), მონე-პაკე, ალიადიერი, ტრაორე (ბაკა 46).
მწვრთნელი: კრისტიან გურკუფი.
გოლები: 1:0 კალუ (3), 2:0 პაიე (8), 3:0 დინე (31, პენ), 4:0 კალუ (34), 5:0 როდელინი (52).
გაფრთხილებები: მანგა 30, ლოტოა 42, ლემინა 89.
მსაჯი: რუდი ბუკე.
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 14 (10)-5 (3), კუთხური: 2-1, თამაშგარე: 2-1, სეივი: 7-9, ჯარიმა: 7-7.