რეიტინგსიის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალში იაპონელ კეი ნიშიკორისთან 4:6, 6:1, 6:7, 3:6 დამარცხდა. სერბი თავის ზედიზედ მერვე ნახევარფინალურ მატჩს ატარებდა წლის ბოლო სადიდსლემო შეჯიბრებაზე, დღევანდელი ნახევარფინალის მოგებით კი ნიშიკორი პირველი აზიელი გახდა, რომელიც სადიდსლემო ტურნირის ფინალში ითამაშებს.
ნიშიკორისა და ჯოკოვიჩის ნახევარფინალმა 2 საათსა და 52 წუთს გასტანა. იაპონელის ანგარიშზე 5-5 ბრეიკი და ეისია. კეისა და ნოვაკის ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 2:2 გახდა.
მატჩის დასრულების შემდეგ ნიშიკორიმ განაცხადა, მიმდინარე ტურნირზე ჯოკოვიჩთან ჩემი საუკეთესო შეხვედრა ჩავატარე, პირველად ვიყავი გასული სადიდსლემო შეჯიბრების ნახევარფინალში და გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება რომ მოვიპოვე, ჯერ კიდევ ბოლომდე არ მჯერაო.