ფეხბურთი

5:10 | 31.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

„სენსაცია“ მესტალიაზე

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 31-ე ტურის მთავარი მოულოდნელობა „ვალენსიასა“ და „ხეტაფეს“ მატჩში მოხდა. „ღამურებმა“ მატჩი ბრწყინვალედ დაიწყეს, მაგრამ საბოლოოდ, უქულოდ დარჩნენ.

მატჩის დებიუტში, ედუარდო ვარგასმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი ჰკრა და ვალენსიელები წინ გაიყვანა. სწრაფმა გოლმა მასპინძლებს მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუტანა, მაგრამ სტუმრებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ და ეს დაუფასდათ კიდეც. 25-ე წუთზე, ანხელ ლაფიტამ დაახლოებით საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა.

ორიოდ წუთში, ჩიპრიან მარიკას ზუსტმა თავურმა „ხეტაფე“ წინ გაიყვანა და მოედანზე ვითარება რადიკალურად შეიცვალა. „ვალენსია“ გააქტიურდა და სათამაშო უპირატესობაც ხელთ იგდო, მაგრამ ტაბლოზე ციფრები ვერაფრით შეცვალა. პასუხად, მორიგი გოლი მიიღო - 88-ე წუთზე, საჯარიმოში შეჭრილმა პედრო ლეონმა ანგარიში 1:3 გახადა.

„ვილიარეალმა“ „ელჩეს“ უმასპინძლა და ქულას დასჯერდა. მატჩის ძირითადი მოვლენები პირველ ტაიმში განვითარდა. 33-ე წუთზე, სტუმრები დამიან სუარესის პენალტით დაწინაურდნენ და „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ ქულების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დადგნენ. პირველი ნახევრის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე, ხონათან პერეირამ ეფექტური დარტყმით აიღო სტუმართა კარი და როგორც შემდეგ გაირკვა, „ვილიარეალს“ ქულა გადაურჩინა - 1:1.

ასეთივე ანგარიში დაფიქსირდა „ოსასუნასა“ და „სოსიედადის“ მატჩშიც, „ვალიადოლიდმა“ კი, „ალმერიას“ მინიმალური ანგარიშით სძლია.

 

ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“. 15000

ვალიადოლიდი - ალმერია 1:0 (1:0) 

ვალიადოლიდი: ხიმენესი, რუედა, რუკავინა, ვალიენტე, პენია, ალვარო (როსი 75), ლარსონი (ომარი 86), ოსკარი, პერესი, მანუშუ, გერა (ხეფრენი 74).

მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი

ალმერია: ესტებანი, ტორსილერი, მანე, რაფიტა, ტრუხილიო, კორონა (აზიზი 82), სორიანო (ზონგო 61), ტებარი, ვიდალი, სუსო, დიასი (როდრი 67).

წვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი

გოლი: 1:0 მანუშუ (6)

გაფრთხილება: რუკავინა (6), ლარსონი (81) - ტორსილერი (25)

გაძევება: ტორსილერი (75)

კარში დარტყმა: 20 (8) – 14 (3) ჯარიმა: 12 - 12 კუთხური: 5 - 6 თამაშგარე: 6 - 2 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 3 – 7

 

პამპლონა. „ელ სადარი“. 150000

ოსასუნა - სოსიედადი 1:1 (0:1)

ოსასუნა: ფერნანდესი, დამია (სანხურხო 86), ლოტიესი, ბერტრანი, არიბასი, სილვა, არმენტეროსი (დე ლას კუევასი 37), სეხუდო (ლობატო 73), ტორესი, ლოე, რიერა.

მწვრთნელი: ხავი გრასია

სოსიედადი: ბრავო, გონსალესი, დე ლა ბელია, კ.მარტინესი (ანსოტეგი 89), ი.მარტინესი, ჩორი კასტრო (გრიზმანი 68), ელუსტონდო, სურუტუსა (კანალესი 79), ბერგარა, აგირეჩე, ველა.

წვრთნელი: ჰაგობა არასატე

გოლი: 0:1 ჩორი კასტრო (8), 1:1 რიერა (59)

გაფრთხილება: არმენტეროსი (36), დე ლას კუევასი (37), ლოე (56), ლოტიესი (74), არიბასი (81) - ველა (32), ჩორი კასტრო (57), დე ლა ბელია (59), გონსალესი (90), კანალესი (90)

კარში დარტყმა: 15 (4) – 10 (3) ჯარიმა: 19 - 18 კუთხური: 4 - 8 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 56% - 44% სეივი: 2 – 3

 

ვილიარეალი. „ელ-მადრიგალი“. 15000

ვილიარეალი - ელჩე 1:1 (1:1)

ვილიარეალი: ასენხო, გასპარი, პაულისტა, პანტიჩი, ჰაუმე, კანი, პინა (ტრიგეროსი 79), გომესი (ოლივერი 76), სორიანო, პერეირა (უჩე 70), პერბე.

მწვრთნელი: მარსელინო გარსია ტორალი

ელჩე: ერერა, სისმა, სუარესი, პელეგრინი, ბოტია, სანჩესი (რივერა 71), მარკესი (როდრიგესი 81), პერესი, ჩავესი (ხილი 59), კორომინასი, ერერა.

წვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლი: 0:1 სუარესი (33პ.),1 :1 პერეირა (44)

გაფრთხილება: ჰაუმე (85) - სუარესი (3)

კარში დარტყმა: 10 (3) – 7 (2) ჯარიმა: 16 - 14 კუთხური: 6 - 5 თამაშგარე: 6 - 1 ბურთის ფლობა: 57% - 43% სეივი: 1 – 2

 

ვალენსია. „მესტალია“. 28500

ვალენსია - ხეტაფე 1:3 (1:2)

ვალენსია: გუაიტა, სენდეროსი, მატიე, ბარაგანი, ფუეგო (არაუჟო 77), პარეხო, რომეუ (ფეგული 46), ბერნატი, კარტაბია, ჟონასი (ალკასერი 59), ვარგასი.

მწვრთნელი: ხუან ანტონიო პიცი

ხეტაფე: კოდინა, ლოპესი (ლასენი 77), ესკუდერო (რუანო 57), ლოპესი, აროიო, ბორხა, როდრიგესი (სარაბია 46), ლაფიტა, პედრო ლეონი, მოსკერა, მარიკა.

წვრთნელი: კოზმინ კონტრა

გოლი: 1:0 ვარგასი (6), 1:1 ლაფიტა (25), 1:2 მარიკა (27), 1:3 პედრო ლეონი (88)

გაფრთხილება: მატიე (63), პარეხო (70), სენდეროსი (90) - ესკუდერო (21), პედრო ლეონი (33), ლოპესი (42), მოსკერა (73), ლაფიტა (85)

გაძევება: მატიე (89)

კარში დარტყმა: 19 (3) – 11 (6) ჯარიმა: 15 - 20 კუთხური: 12 - 5 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 66% - 34% სეივი: 3 – 2

0.179679