ფეხბურთი

1:19 | 23.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია ჰამბურგში

გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში, საკმაოდ დიდი სენსაცია გამოცხვა. ერთობ არასტაბილურად მოთამაშე „ჰამბურგმა“ „დორტმუნდს“ უმასპინძლა და შინ განადგურებული გაისტუმრა. მირკო სლომკას გავწრთნილებმა იურგენ კლოპის შეგირდებს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს.

პირველი ტიამის მიწურულს, პეტრ ირაჩეკმა ზუსტი თავური დარტყმა შეასრულა და ჰამბურგელებს ტაიმი მოაგებინა, რითაც თავის გუნდს საქმე მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა. 58-ე წუთზე, მასპინძელთა შემტევი პიერ-მიშელ ლასოგა მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და სლომკას გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

მატჩში წერტილი ჰაკან ჩალხანოღლუმ დასვა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა თითქმის ცენტრიდან შეასრულა და ტურის უდავოდ საუკეთესო გოლი მიითვალა - 3:0.

გამორჩეული იყო „ნიურნბერგისა“ და „ბრაუნშვაიგის“ დაპირისპირება. მართალია, ამ კლუბების სახელები ბევრი ვერაფრის მეტყველია, მაგრამ ამ მატჩის მაყურებელი უკმაყოფილო არ დარჩებოდა. საყურადღებოა, რომ მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი 3-ჯერ დანიშნა, მაგრამ ფეხბურთელებმა მათი რეალიზება ვერცერთხელ მოახერხეს.

პირველი ტაიმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, დომინიკ კუმბელამ ბრაუნშვაიგელები დააწინაურა, მაგრამ მასპინძლებს წინ გასასვლელად მეორე ტაიმის საწყისი 2 წუთი ეყოთ - 2:1.

ჩვენთვის ყველაზე სასიხარულო ლევან კობიაშვილის გოლი იყო, რომლის შესახებაც მკითხველს უკვე კარგად მოეხსენება. ქართველის „ჰერტა“ „შტუტგარტს“ ესტუმრა და შინ 3 ქულით დაბრუნდა. ვეტერანმა ქართველმა ბერლინელები მატჩის დებიუტშივე დააწინაურა. ლევანს საჯარიმოში შექმნილი არეულობის შედეგად მიუვიდა ბურთი და მისი კარში მოთავსება არ გასჭირვებია.

პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე, მასპინძლები ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ ბერლინელებმა ძალები მოიკრიბეს და სანდრო ვაგნერის მიერ 87-ე წუთზე გატანილი გოლით იმარჯვეს.

დღის ბოლოს, მოწინავე ადგილებზე მყოფი კლუბების - „ვოლფსბურგისა“ და „ლევერკუზენის“ ჯახი შედგა. გუნდებმა შეხვედრის პირველ ნახევარში თითო გოლი გაცვალეს და შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მეორე ტაიმში მინდორზე დაბრუნებული ვოლფსბურგელები აშკარად უკეთ გამოიყურებოდნენ, რაც ტაბლოზეც აისახა. მასპინძლებმა 3:1 იმარჯვეს.

 

მიონხენგლადბახი. „ბორუსია პარკი“. 50000

გლადბახი - ჰოფენჰაიმი 2:2 (2:0) 

გლადბახი: შტეგენი, შტრანცლი, დამსი, იანჩკე, რაფაელი (ნორდტვეიტი 82), ჯაკა, (მლაპა 89), კორბი, კრამერი, კრუზე, ჰერმანი, ჰრგოტა (იუნესი 86).

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

ჰოფენჰაიმი: კასტელსი, ბეკი, ჯონსონი, ზიულე, სალიჰოვიჩი, რუდი, შტრობლი (ვესტერგორი 76), ფირმინო, შიპლოკი (ვესტერგორი 76), ჰერდლინგი (ჰამადი 46), ფოლანდი.

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლი: 1:0 ჰერმანი (4), 2:0 იანჩკე (18), 2:1 ფირმინო (56), 2:2 სალიჰოვიჩი (82პ.)

გაფრთხილება: შტრობლი (26)

კარში დარტყმა: 13 (9) – 19 (8) ჯარიმა: 15 - 16 კუთხური: 6 - 3 თამაშგარე: 2 - 0 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 6 – 7

 

ნიურნბერგი. „გრუნდიგი“. 37000

ნიურნბერგი - ბრაუნშვაიგი 2:1 (0:1) 

ნიურნბერგი: შეფერი, ნილსონი, ანგა-ლეტშერი, პლატენჰარდტი, პინოლა, ფოილნერი, გებჰარტი (პეტრაკი 34), კიოტაკე (პოგატეცი 69), გლოუშეკი (პეკჰარტი 46), ფრანცი, დრმიჩი.

მწვრთნელი: გერტიან ვერბეკი

ბრაუნშვაიგი: პეტკოვიჩი, ბიჩაკჩიჩი, კესელი, რაიხელი, ბოლანდი, ტოიერკაუფი, პფიცნერი (ვრანჩიჩი 78), ჰოკსჰაიდტი, კორეია, ნილსენი (ადემი 78), კუმბელა.

მწვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეხტი

გოლი: 0:1 კუმბელა (35), 1:1 კიოტაკე (46), 2:1 პეკჰარტი (47)

გაფრთხილება: ანგა-ლეტშერი (23), შეფერი (38), პლატენჰარდტი (42), პინოლა (79) - პფიცნერი (71)

გაძევება: ნილსონი (33)

კარში დარტყმა: 6 (5) – 22 (9) ჯარიმა: 23 - 22 კუთხური: 3 - 10 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 8 – 3

 

ჰამბურგი. „იმტეხ არენა“. 57000

ჰამბურგი - დორტმუნდი 3:0 (1:0) 

ჰამბურგი: ადლერი, იანსენი, ჯურუ, ვესტერმანი, რაიკოვიჩი, ირაჩეკი, რინკონი, ბადელი, არსლანი, ჩალხანოღლუ, ლასოგა (ზუა 86).

მწვრთნელი: მირკო სლომკა

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, ფრიდრიხი, პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი, შაჰინი, ბენდერი (როისი 46), მხითარიანი, გროსკროიცი (ჰოფმანი 75), ობამეიანგი, ლევანდოვსკი (დუკში 67).

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლი: 1:0 ირაჩეკი (42), 2:0 ლასოგა (58), 3:0 ჩალხანოღლუ (90)

გაფრთხილება: რინკონი (46), ზუა (86) - ობამეიანგი (55), როისი (90)

კარში დარტყმა: 13 (6) – 15 (5) ჯარიმა: 19 - 19 კუთხური: 3 - 6 თამაშგარე: 2 - 5 ბურთის ფლობა: 41% - 59% სეივი: 5 – 3

 

შტუტგარტი. „მერსედეს ბენც არენა“. 45700

შტუტგარტი - ჰერტა 1:2 (1:1) 

შტუტგარტი: ულრაიხი, ბოკა, შვაბი (ჰაგი 90), ნიდერმაიერი, საკაი, რიუდიგერი, მაქსიმი, ხედირა (იალჩინი 76), ჰარნიკი, აბდელაუიე (კაკაუ 67), ვერნერი.

მწვრთნელი: ტომას შნაიდერი

ჰერტა: კრაფტი, კობიაშვილი, ლანგკამპი, პეკარიკი, ვან დენ ბერგი, ნჟენგი (ბრუკსი 85), ჰოსოგაი, შულცი (ვაგნერი 80), ჯიგერჯი, ალაგი, რამოსი (ნიმაიერი 90).

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

გოლი: 0:1 კობიაშვილი (5), 1:1 ბოკა (45), 1:2 ვაგნერი (87)

გაფრთხილება: ალაგი (52), ვაგნერი (90

გაძევება: ვაგნერი (90)

კარში დარტყმა: 14 (5) – 9 (6) ჯარიმა: 20 - 20 კუთხური: 5 - 8 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 4 – 4

 

ფრაიბურგი. „მაგე სოლარ შტადიონი“. 22000

ფრაიბურგი - აუგსბურგი 2:4 (1:1) 

ფრაიბურგი: ბაუმანი, კრმაში, სორგი, ჰენი, გიუნტერი, გინტერი, ფერნანდესი, შმიდი, დარიდა, კლაუსი (კოკლენი 80), მეჰმედი.

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

აუგსბურგი: მანინგერი, კალსენ-ბრაკერი (იუნ-ჰო 60), ვერჰაგი, კლავანი, ოსტრცოლეკი, ვერნერი, ბაიერი, ჰანი, ფოგტი, ალტინტოპი (მორავეკი 87), დონ-ვონი (ეშვაინი 67).

მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი

გოლი: 0:1 ვერნერი (7), 1:1 შმიდი (17), 2:1 მეჰმედი (73), 2:2 ვერჰაგი (78), 2:3 ალტინტოპი (84), 2:4 ჰანი (90)

გაფრთხილება: ფერნანდესი (22), კლაუსი (74), გიუნტერი (87) - ბაიერი (16), კალსენ-ბრაკერი (20)

კარში დარტყმა: 13 (6) – 18 (6) ჯარიმა: 16 - 14 კუთხური: 2 - 4 თამაშგარე: 5 - 0 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 2 – 4

 

ვოლფსბურგი. „ფოლკსვაგენ არენა“. 28000

ვოლფსბურგი - ლევერკუზენი 3:1 (1:1)

ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო, როდრიგესი, კნოხე, გუსტავო, პერიშიჩი (კალიჯური 63), ტრეში, მედოევიჩი, დე ბრეინე (შეფერი 82), არნოლდი, დოსტი (ოლიჩი 51).

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი (ბრანდტი 74), ბენიში, სპაჰიჩი, ტოპრაკი, რაინარცი, კასტრო, სემი (დონატი 78), ბენდერი, ჰეგელერი (ჰიუნ-მინი 62), კისლინგი.

მწვრთნელი: სამი ჰიპია

გოლი: 1:0 დოსტი (13), 1:1 სემი (45), 2:1 გუსტავო (58), 3:1 როდრიგესი (72)

გაფრთხილება: ოლიჩი (86) - კასტრო (40), ჰილბერტი (48), რაინარცი (57), სპაჰიჩი (65)

კარში დარტყმა: 9 (4) – 17 (12) ჯარიმა: 16 - 23 კუთხური: 0 - 4 თამაშგარე: 4 - 3 ბურთის ფლობა: 46% - 54% სეივი: 11 – 1

0.150095