ჭადრაკი

23:19 | 20.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

სენიორებს ბოლო ტური დარჩათ

ლიტვურ ვილნიუსში დასასრულს უახლოვდება მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი სენიორ მოჭადრაკეთა შორის, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც თამაშობს ნონა გაფრინდაშვილის (2300), თამარ ხმიადაშვილის (2076), ციალა ქასოშვილის (2144) და ნინო მელაშვილის (2127) შემადგენლობით.

8 ტურის თავზე ქართველ მოჭადრაკეებს 7 ქულა გააჩნიათ და 18 გუნდს შორის მე-12 ადგილი უკავიათ. ჩემპიონობა უკვე განაღდებული აქვს ლიტვის პირველ ნაკრებს, რომლის აქტივშიც 15 ქულაა.

დასკვნით მე-9 ტურში საქართველოს ნაკრები დანიას ეთამაშება.

0.125394