თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო საქართველოს პირველობა სენიორ მოჭადრაკეთა შორის. ჩემპიონატი ვაჟთა შორის 9 ტურად გაიმართება და გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურით დაჯილდოვდება, ხოლო ქალთა შორის I–II ადგილზე გასულები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას მიიღებენ. ვაჟთა შორის საუკეთესო რეიტინგი ზურაბ სტურუას (2524) და გიორგი ბაღათუროვს (2408) გააჩნიათ.