კალათბურთი

2:24 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სენეგალს დენგის იმედი აქვს

მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება სენეგალის საკალათბურთო ნაკრებიც. აფრიკის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა მომავალი ბატალიებისთვის 12 მოთამაშე შეარჩია, რომელთაგან ერთი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციასაც წარმოადგენს.

სენეგალის ნაკრების შემადგენლობა: მამადუ ნ’დოიე (UGB), დალმეიდა (ლურდი, საფრანგეთი), ნიანგი (ვისკონსინი, NCAA), მალეიე ნ’დოიე (პარი ლევალუა, საფრანგეთი), ფაიე (პანელეფსინიაკოსი, საბერძნეთი), ტომასი (აზადი, ირანი), ნ’დური (ოჰაიო, NCAA), ტიამი (ტოიამა, იაპონია), დენგი (მინესოტა, NBA), ბაჯი (ნოიშატელი, შვეიცარია), დიოპი (ჩადრონ სტეიტი, NCAA), ნ’დიაიე (დელავერი, D-ლიგა).

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი 30 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე პერიოდში ესპანეთში ჩატარდება. სენეგალი B ჯგუფში მოხვდა, სადაც არგენტინის, ხორვატიის, საბერძნეთის, პუერტო-რიკოს და ფილიპინების ნაკრებებს ეთამაშება.

0.116614