ძიუდო

14:46 | 29.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სემინარი – “ძიუდოს გაკვეთილები სკოლაში”

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მოწვევით საქართველოში იმყოფებიან ევროპის ძიუდოს კავშირის ინსტრუქტორები ალექსანდრ იაცკევიჩი და იანა დმიტრიევა, რომლებმაც ყვარელში სემინარი ჩაატარეს თემაზე “ძიუდოს გაკვეთილები სკოლებში”. სემინარს ესწრებოდნენ ის მასწავლებლები, რომლებმაც საჯარო სკოლებში უშუალოდ უნდა ჩაუტარონ  ბავშვებს ძიუდოს გაკვეთილები.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ მსგავსი უკვე მეორე სემინარი ჩაატარა. პირველი სემინარი ყვარელში ზაფხულში გაიმართა. ამ წამოწყებით საქართველოს ძიუდოს ფედერაცია შეუერთდა ევროპის ძიუდოს კავშირის მემორანდუმს, რომელიც საჯარო სკოლებში ძიუდოს სწავლებას ითვალისწინებს.

პირველი სემინარის შემდეგ სასწავლო წლის დასაწყისში ძიუდოს გაკვეთილები უკვე ჩატარდა ყვარლის რამდენიმე სკოლაში და მოსწავლეთა და მასწავლებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ყვარლის მუნიციპალიტეტმა საჯარო სკოლებს ამ პროგრამის განსახორციელებლად შუეძინა ტატამი, ხოლო საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ დაბეჭდა სპეციალური წიგნები და მოამზადა შესაბამისი ვიდეოგაკვეთილები. მომდევნო წელს სწავლის განახლებასთან ერთად ძიუდოს გაკვეთილები უკვე ყვარლის მუნიციპალიტეტის 13 სკოლაში ჩატარდება.

 

http://www.youtube.com/watch?v=3zY4SG4q9Lk&feature=youtu.be

0.117609