“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ნახევარმცველი როი კინი შეიძლება გლაზგოს “სელტიკის” მთავარი მწვრთნელი გახდეს. შოტლანდიური კლუბის ხელმძღვანელობის ინტერესის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი კვირის წინ გავრცელდა. ამჯერად კი ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ონილმა Sky Sports-ს უთხრა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. შეგახსენებთ, კინი ონილის ასისტენტია.
ირლანდიის ნაკრების თავკაცის განცხადებით, მას “სელტიკიდან” დაუკავშირდნენ და წინასწარ ჩააყენეს საქმის კურსში, როი კინთან მოლაპარაკების წამოწყების თაობაზე.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მხარეები სავარაუდოდ საერთო ენას მალე გამონახავენ.