შოტლანდიური “სელტიკი” გუნდიდან წასული მთავარი მწვრთნელის, ნილ ლენონის შემცვლელად გუნდის ყოფილ ფეხბურთელებს, ჰენრიკ ლარსონსა და როი კინს განიხილავს. ამ ინფორმაციას ბრიტანული პრესა ავრცელებს.
“სელტიკისა” და ნილ ლენონის გზები ცოტა ხნის წინათ გაიყარა. გავრცელებული ინფორმაციით, გლაზგოელები გუნდის შვედ ლეგენდას, ჰენრიკ ლარსონს იწვევენ, რომელიც ყოფილ გუნდში მწვრთნელად დაბრუნების წინააღმდეგი არაა.
“სელტიკთან” ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. რა თქმა უნდა, საკუთარ თავს იმ გუნდის მწვრთნელად ვხედავ, რომელმაც ჩემს კარიერაში დიდი კვალი დატოვა.” – აცხადებს ლარსონი.
ლარსონის გარდა, შოტლანდიელები როი კინის კანდიდატურასაც განიხილავენ, რომელიც “სელტიკში” 2005-06 წლებში თამაშობდა.