ფეხბურთი

3:08 | 4.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

„სელტამ“ და „ბილბაომ“ ქულები გაიყვეს

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 34–ე ტური ვიგოს „სელტასა“ და „ბილბაოს“ მატჩით დაიწყო. გუნდებმა გოლები და, შესაბამისად, ქულები გაცვალეს, რაც შეხვედრის სავსებით ლოგიკური დასასრული იყო.

მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო და მეტ–ნაკლებად სანახაობრივადაც წარიმართა. ბილბაოელები პირველი ტაიმის მიწურულს დაწინაურდნენ – არის ადურისმა ოსკარ დე მარკოსი ძალზე ხელსაყრელ პოზიციაში დატოვა, ბასკების „ათიანმა“ კი, ძლიერად დაჰკრა და მეკარე უძლური დატოვა.

ამგვარად, სტუმრები შესვენებაზე უპირატესობით გავიდნენ, მაგრამ საქმის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც ვერ შეძლეს. მატჩის მიწურულს, იაგო ასპასმა მარცხენა ფრთიდან მეკარისაგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა ბურთი და „სელტას“ ქულა გადაურჩინა – 1:1.

 

ვიგო. „ბალაიდოსი“. 26000

სელტა – ბილბაო 1:1 (0:1)

სელტა: ვარასი, ბელვისი, ტუნიესი, ჯონი, ოუბინა, ფერნანდესი (ტონი 77), ვილა, ლოპესი (ორელიანა 62), მადინდა, კრონ–დელი (ბერმეხო 68), ასპასი.

მწვრთნელი: აბელ რესინო

ბილბაო: ირაისოსი, ირაოლა, სან ხოსე, ორტენეჩე, ეკისა, გურპეგი, სუსაეტა, იტურასპე (გომესი 59), ადურისი (ლიორენტე 76), მუნიაინი, დე მარკოსი.

მწვრთნელი: მარსელო ბიელსა

გოლები: 0:1 დე მარკოსი (43), 1:1 ასპასი (84)

გაფრთხილებები: ვილა (60) – გურპეგი (35), ირაოლა (58), მუნიაინი (69), დე მარკოსი (90)

არში დარტყმა: 13 (7) – 7 (4) ჯარიმა: 9 - 13 კუთხური: 9 - 4 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა: 51% - 49% 

0.115245