ფეხბურთი

4:14 | 1.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

„სელტა“ შინ 3 ქულით დაბრუნდა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მომდევნო ტური „გრანადასა“ და „სელტას“ მატჩით გაიხსნა. დაპირისპირება მეტ–ნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, მაგრამ ვიგოელებს უფრო მეტად გაუმართლაც და გამარჯვებაც მათ დარჩათ.

„სელტა“ გუსტავო კაბრალის გოლით დაწინაურდა, მაგრამ ანგარიშის შესვენებამდე შენარჩუნება ვერ შეძლო. 41–ე წუთზე, „გრანადას“ ფორვარდმა იუსეფ ელ–არაბიმ ზუსტი დარტყმით აღადგინა წონასწორობა და მასპინძლებს იმედი დაუბრუნა.

მეორე ტაიმსი, „გრანადამ“ საგოლე მომენტები საკმარისად შექმნა, მაგრამ გამარჯვების გოლი ვერაფრით გაიტანა. მეტიც, მასპინძლებმა ბურთი თავიანთ კარში მიიღეს – ვიგოელმა აუგუსტო ფერნანდესმა შედეგიანად დაჰკრა და სტუმრებს 3 ქულა მოუტანა.

 

გრანადა. „ლოს კარმენესი“. 14000

გრანადა – სელტა 1:2 (1:1)

გრანადა: რობერტო, ანგულო, ნიომი, მაინსი, მურილიო, იტურა, ბრაიმი, რიკო, რესიო (პერეირა 89), პიტი (ბუონანოტე 68), ელ–არაბი.

მწვრთნელი: ლუკას ალკარასი

სელტა: იოელი, კაბრალი, მალიო, ფონტასი, ხონი, ოუბინია (ორტენეჩე 60), ფერნანდესი,ორელიანა (კრონ–დელი 84), რაფინია, ნოლიტო, შარლესი (53).

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლი: 0:1 კაბრალი (28), 1:1 ელ–არაბი (41), 1:2 ფერნანდესი (88)

გაფრთხილება: ნიომი (26), მურილიო (90) – კაბრალი (14), ოუბინია (21), მალიო (61), ნოლიტო (65)

კარში დარტყმა: 17 (3) – 9 (3) ჯარიმა: 9 - 14 კუთხური: 9 - 4 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 1 – 2

0.063509