პოპულარული თურქი მოდელი, სედა ერთინი დანანებით ამბობს, რომ მას და მის რამდენიმე მეგობარს თუკი თურქეთის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდოდა, თურქი ფეხბურთელებისათვის შოუს მოწყობა სურდათ. მაგრამ სამწუხაროდ თურქეთის უპირველესი გუნდი შესარჩევ ეტაპზევე ჩაფლავდა. თურქი ფეხბურთელების რა გითხრათ, და ალბათ არც ერთი მამაკაცი არ იტყოდა უარს ამ მშვენიერი ქალის მიერ მოწყობილ შოუზე, მაგრამ როგორც ჩანს შოუს ჯერ უნდა იმსახურებდე...
სედა ერთინი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თურქი მოდელი ქალია და მისი ფოტოებით არაერთი ცნობილი ჟურნალის ყდებია დამშვენებული. იგი ასევე არის თურქული ტკბილეულის მწარმობელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის სახე.