ფეხბურთი

13:22 | 26.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

სახო პსჟ-ში დარჩება

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა და ყოფილმა ფეხბურთელმა კლოდ მაკელელემ განაცხადა, რომ უკანახაზელი მამადუ სახო კლუბის შეცვლას არ გეგმავს.

“სახო კლუბის მომავალია და მისი პარიზიდან აბარგება გამორიცხულია. თავის დროზე, წინადადებები მეც მრავლად მქონდა, მაგრამ ფეხბურთელმა შემოთავაზებებზე უარის თქმა უნდა იცოდეს. რა თქმა უნდა, სურს ხშირად ეუბნებოდნენ, რომ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია, მაგრამ არის მომენტები, როცა დუმილია საჭირო. სახო ნამდვილი პროფესიონალია. ფეხბურთში ასეა: თუკი მოედანზე თავს კარგად წარმოაჩენ, შემადგენლობიდან ვერავინ ამოგაგდებს”, - განუცხადა მაკელელემ Le Parisien-ს.

ცნობისათვის, 23 წლის სახოს ლონდონის “არსენალი”, “ლივერპული” და “ნიუკასლი” ეპატიჟებიან.

 

0.109484