ფეხბურთი

15:43 | 30.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

სახო “ლივერპულს” უახლოვდება

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მცირე ხნით ადრე, შესაძლოა, “პარი სენ-ჟერმენის” მცველი მამადუ სახო “ლივერპულში” აღმოჩნდეს. Le Parisien-ის ცნობით, მერსისაიდელებმა პარიზელებს მცველის სანაცვლოდ 13 მილიონი ევრო ოფიციალურად შესთავაზეს.

მოსალოდნელია, რომ ფრანგები დადებით პასუხს უახლოეს პერიოდში იტყვიან, რადგან პარიზში დარჩენა აღარც თავად ფეხბურთელს სურს. საგულისხმოა, რომ სახოს ხილვა “არსენალსაც” უნდა.

ცნობისათვის, ფრანგს პსჟ-სთან კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში ეწურება.

 

0.12041