ფეხბურთი

15:05 | 2.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სახო “ლივერპულელია”

ინგლისურმა “ლივერპულმა” ფრანგული “პარი სენ-ჟერმენისგან” უკანახაზელი მამადუ სახო შეიძინა. ამ ინფორმაციას “წითლების” ოფიციალური საიტი ადასტურებს.

“აქ იმის გამო მოვედი, რომ “ლივერპულის” პროექტი მაინტერესებდა. ჩემს პირველ მატჩს მოუთმენლად ველი”, - განაცხადა ფრანგმა მცველმა.

ჯერჯერობით, კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ ცნობილია, რომ სახომ მერსისაიდელებთან ხანგრძლივი ხელშეკრულება გააფორმა. რამდენადაც ბრიტანული მედიასაშუალებებისთვისაა ცნობილი, “ლივერპულს” ფრანგის ტრანსფერი 19 მილიონი ევრო დაუჯდა.

0.151682