ფეხბურთი

19:33 | 14.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“საუთჰემპტონსა” და “ევერტონს” ბიაბიანი სურთ

“პარმას” 26 წლის ფორვარდით, ჯონათან ბიაბიანით პრემიერლიგური კლუბები დაინტერესდნენ. Daily Express-ის ცნობით, ფრანგის შეძენა “საუთჰემპტონსა” და “ევერტონს” სურთ.

ჯონათანს “პარმასთან” კონტაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, ხოლო სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 8 მილიონ გირვანქას შეადგენს.

ბიაბიანი “პარმაში” 2011 წლიდან თამაშობს. ამ დროის მანძილზე 179 შეხვედრა ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ჯონათანი “პარმაში” 2009-2010 წლების სეზონშიც თამაშობდა, როდესაც ის “ინტერს” ჰყავდა განათხოვრებული.

ირაკლი ალიმბარაშვილი


0.132864