თამაშგარე

13:17 | 12.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

საუკეთესოს საუკეთესო!

28 წლის სახელგანთქმულ ამერიკელ მოცურავე რაიან ლოხტეს ყველაზე ლამაზი გოგონები მოსწონს. ამ დღეებში სპორტსმენი “მის ამერიკასთან”, ოლივია კულპოსთან ერთად დააფიქსირეს.
“ყველას რაიანთან გასაუბრება სურდა, - განაცხადა თვითმხილველმა, – მაგრამ ის თითქმის მთელი საღამოს განმავლობაში მხოლოდ ოლივიასთან ურთიერთობდა. ბოლოს კი, რესტორან Cherry Hill-ში შეხვედრაზე შეთანხმდნენ”.
ლოხტე 5-გზის ოლიმპიური ჩემპიონია. განსაკუთრებით კარგად მან ლონდონის თამაშებზე იასპარეზა. რაიანმა 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში იმარჯვა და ამერიკელთა ნაკრების შემადგენლობაში ესტაფეტები მოიგო. ამასთან, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ლოხტემ ორი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
 

0.1772