სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

23:47 | 14.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

საუკეთესო ქართველი ორმოცდაათეულშიც ვერ მოხვდა

სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართული ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ქართული დელეგაციისთვის წარუმატებლად დასრულდა. ტურნირში 17 ქართველი მოჭადრაკე ირჯებოდა, მათგან საუკეთესო ბაადურ ჯობავამ (2716) კი მხოლოდ 52-ე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერს ევროპირველობაზე მე-6 განთესვა გააჩნდა, თუმცა, 3 მარცხი განიცადა და 6.5 ქულით მოწინავე 50-ეულს მიღმა დარჩა.

ასეთივე მონაგარით 58-ე პოზიციაზე გავიდა ალექსანდრე ყაშაშვილი (2378), თუმცა, მისდამი სასაყვედურო არაფერია, რადგანაც განთესვით მხოლოდ 164-ე იყო.

6-6 ქულა მოაგროვეს ნანა ძაგნიძემ (2546) და სალომე მელიამ (2453), დამატებითი მაჩვენებლებით კი, ძაგნიძემ ქალბატონთა შორის მე-2 ადგილი დაიკავა და მხოლოდ სახელოვან იუდიტ პოლგარს (2693) ჩამორჩა, რომელმაც 6.5 ქულა მიითვალა.

ევროპის ჩემპიონის ტიტული რუსმა ალექსანდერ მოტილევმა მოიპოვა, რომელმაც თავი 9.0 ქულას მოუყარა და მეორე-მესამედგილოსნებს ესპანელ დავიდ ანტონ გუიხაროს (2559) და რუს ვლადიმირ ვლადიმირ ფედოსეევს (2641) ქულით გაუსწრო.

საინტერესოა, რომ ფრანგმა ეტიენ ბაკრომ (2739), რომელსაც ტურნირზე პირველი განთესვა გააჩნდა, 6.5 ქულა მოაგროვა და მხოლოდ 57-ე ადგილი დაიკავა.

 

ქართველ მოჭადრაკეთა შედეგები ევროპის ჩემპიონატზე:

52. ბაადურ ჯობავა (2706) – 6.5

58. ალექსანდრე ყაშაშვილი (2370) – 6.5

87. გაიოზ ნიგალიძე (2494) – 6.0

89. ნანა ძაგნიძე (2546) – 6.0

99. სალომე მელია (2453) – 6.0

101. გიგა ყუფარაძე (2507) – 6.0

103. ლევან ფანცულაია (2612) – 6.0

112. ლუკა პაიჭაძე (2544) – 5.5

121. მერი არაბიძე (2374) – 5.5

133. ირაკლი ბერაძე (2375) – 5.5

146. გიორგი ბაღათუროვი (2408) – 5.0

160. გიორგი სიბაშვილი (2243) – 5.0

161. ბაჩანა მორჩიაშვილი (2335) – 5.0

205. ნატო იმნაძე (2100) – 4.5

210. ნოე თუთისანი (2137) – 4.5

213. ივერი ჭიღლაძე (2380) – 4.0

218. ნიკა ღვამბერია (2125) – 4.0

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.120071